მწვანე ჩაი უზმოზე არ დალიოთ

 ჩინელები, ჩაის ყველაზე ცნობილი მოყვარულები, ორი ათასზე მეტი წელია არომატულ მწვანე ჩაის მიირთმევენ. მწვანე ჩაი, რომელიც უკვდავების ელექსირის შემადგენლობაში შედის, 100-ჯერ მეტ С ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე შაი ჩაი.

  მწვანე ჩაის ანტიმჟანგვური ეფექტი მასში დიდი რაოდენობით არსებული პოლიფენოლებით განისაზღვრება. მიჩნეულია, რომ ეს სასმელი განწყობას აუმჯობესებს, შრომისუნარიანობასა და ამტანობას ამაღლებს, აზროვნებას აფხიზლებს, კონცენტრაციასა და აქტიურ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნას ეხმარება, მატებს ძალას, ხსნის დაღლას, ეხმარება გულს და ორგანიზმიდან შლაკები გამოაქვს. გარდა ამისა, გახდომასა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ეხმარება.

 მწვანე ჩაის სმა განსაკუთრებით რეკომენდირებულია ზაფხულის პერიოდში, რადგან იგი ხანმოკლე დროის განმავლობაში 1-2 გრადუსით ამცირებს სხეულის ტემპერატურას.
მწვანე ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა გონებრივად მომუშავე ადამიანებისათვის და მოზარდთათვის სხეულის ზრდის პერიოდში;

 გაითვალისწინეთ, ჩინური ტრადიციული მედიცინის სპეციალისტები მის უზმოზე დალევას არ გვირჩევთ.

 მშრალი ჩაის ფერი შეიძლება მერყეობდეს ოქროსფერი-მომწვანო ან ღია ნუშის ფერიდან მუქ მწვანემდე. ამასთან მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მწვანე ჩაის ფერს აქვს პრინციპული მნიშვნელობა: რაც უფრო ღიაა და ნაზი ტონალობისაა ფოთლის შეფერილობა, მით უფრო მაღალია ჩაის ხარისხი.

მწვანე ჩაის დაყენების მეთოდი

• ქართული მწვანე ჩაის მოსამზადებლად საუკეთესოა წყაროს წყალი მინერალური მარილების მცირე შემცველობით; დაყენების წინ მთელი ჩაის ჭურჭელი უნდა გავავლოთ მდუღარე წყლით. როცა ჭურჭელი გათბება შეიძლება დავიწყოთ ნაყენის მომზადება.
• თავიდან მწვანე ჩაის აჩერებენ 1.5 – 2 წუთს, შემდეგ მთლიანად ასხამენ საჩაიეში, საიდანაც უკვე ანაწილებენ ფინჯნებში. ასე მიიღწევა ნაყენის თანაბარი სიმაგრე ყველა ფინჯანში.
• ყოველი შემდეგი ნაყენის მომზადებისას ვადა იზრდება 15-20 წამით და შესაძლებელია მისი 3-5 - ჯერ მოხარშვა, რომელიც მუდამ გაგაკვირვებთ ახალი არომატითა და სურნელით.


კატალოგი

სამკაულები

თმების მოვლა

დიეტები

 

 3 თებერვალი  2010
წყარო:
http://instyle.ge
ფოტოები:
http://bryanking.net
რუბრიკა:  
სილამაზე/
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
instyle.ge - ს
 სიახლეები

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

 

სახის ტიპები

სილამაზე
  სახის კანის ტიპების განსაზღვრა
სილამაზე/სახის მოვლა
 

სილამაზე

სილამაზე
 
რაზე მეტყველებს ხალები
სილამაზე
 
             
 

ფიტნესი

"ცზიანფეი"
  ჩინური ტანვარჯიში - მოხდენილობის  გარანტი
სილამაზე/ვარჯიშები
 

დიეტა

დიეტა
 
ვაშლის სამდღიანი დიეტა
სილამაზე/დიეტები
 
             
 

ვარდის ფურცლები

სილამაზე
  სასარგებლო
ვარდი

სილამაზე
 

ქუთუთოების მოვლა

სილამაზე
  როგორ მოვუაროთ ქუთუთოებს
სილამაზე/სახის მოვლა
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

მოდური ჩანთები
 ჩანთები
დიზაინერებისგან

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ