ინა (ე.წ. ხნა)
არაჩვეულებრივია წაბლისფერი ან წითური თმებისთვის. ინა არამარტო ცვლის თმის
ფერს, არამედ ამაგრებს თმის ძირებს, მატებს მას
ბრწყინვალებას და ებრძვის ქერტლს. რაც უფრო ახალია
ინა მისი ეფექტი უფრო მაღალია. ტონის ინტენსივობას
დრო განსაზღვრავს, რამდენ ხანსაც მას გაიჩერებთ
თმებზე. წაბლისფერი ტონალობა მიიღება მას შემდეგ
თუ მას სქელ კონსისტენციას მივცემთ და თმებზე 1,5
საათი გაიჩერებთ.
ოღონდ გაითვალისწინეთ, მას შემდეგ რაც ინას
წაისვამთ, თმების შეღებვას ქიმიური საღებავით
მინიმუმ 6 თვე ვერ შეძლებთ.
გვირილა
იდეალურია ღია ფერის თმებისთვის. მუქი ფერის თმებზე ეფექტი ნაკლებად
შესამჩნევია. გვირილას ყვავილები თმებს ოქროსფერ
ბზინვარებას მატებს. ამასთან არბილებს თმებს და
აძლიერებს ბუნებრივ ფერს. გვირილას ნაყენი ( 100
გრ გვირილას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული
წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ) გადაივლეთ
ყოველი დაბანის შემდეგ. ეფექტს რამოდენიმე დაბანის
შემდეგ მიიღებთ.
ხახვის ფურცლები
უკეთესია წაბლისფერი თმებისთვის. მატებს ოქროსფერ ტონალობას, ამასთან აჩერებს
თმის ცვენას. 50 გრ ხახვის ფურცლებს (ღია ფერის)
დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 15-20
წუთი, გადაივლეთ თმებზე დაბანის შემდეგ. პროცედურა
კვირაში ორჯერ გაიმეორეთ. სუნის გასაქრობად
ნახარშს 1 ს/კ ძმარი გაურიეთ.
ცაცხვის ყვავილები
მუქი ფერის თმებს ლამაზ ელფერს მატებს. ამაგრებს თმის ძირებს, მატებს მათ
ბზინვარებას. წაბლისფერი ტონალობა მიიღება
იმ შემთხვევაში თუ ნახარშს მოამზადებთ 5 ს/კ
ცაცხვის ყვავილისაგან და 3 ჭიქა წყლისგან. ადუღეთ
20 წუთი დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ და გადაივლეთ
დაბანილ თმებზე.
ყავა
იდეალურია მუქი ფერის თმებისთვის. აძლიერებს თმების მუქ ტონს. ნატურალური და
გაგრილებული შავი ყავა (მარცვლის) გადაწურეთ,
ჩაასხით პულივიზატორში და მიისხით თმებზე. ყავა
თქვენს თმებს ბზინვარებასა და განუმეორებელ
სილამაზეს შემატებს. შეურიეთ
ნალექიანი (გადაწურული) ყავა და ბალზამი, გაიჩერეთ
3 საათი, ჩამოიბანეთ. მიიღებთ ოქროსფერ-მოყავისფრო
ელფერს. ფერი ჩერდება 2 კვირის განმავლობაში. რაც
მთავარია ფერის შეცვლასთან ერთად, ის
ბოლოჭამიებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.
კაკლის მწვანე წენგო
2 ს/კ მწვანე წენგოს წვენს დაასხით 100 გრ სპირტი. შეიზილეთ და გაიჩერეთ
თმებზე 15-20 წუთი, ჩამოიბანეთ. თმებს წაბლისფერ
ტონალობას შემატებთ.
თმების გაღიავება ერთი ტონით
3%-იანი წყალბადის ზეჟანგის (ე.წ. პერეკისი) რამოდენიმე წვეთი,
1 ს/კ კონიაკი, 1 კვერცხის გული, გვირილას ნაყენი
და 200 გრ გადადუღებული წყალი აურიეთ. მიღებული
მასა წაისვით თმებზე, მოიხვიეთ პირსახოცი და
გაიჩერეთ ნახევარი საათი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. |